გადაწყვეტილება N 422 სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისათვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N41-22D 583.20.08.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N4025877, 17.08.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს MOTOROLA”-ს ტიპის ხელის და საავტომობილო რადიოსადგურებს .
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N4025877, 17.08.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
