გადაწყვეტილება N 43 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 28 ნოემბრის ¹604/12 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „ივერთმედიასათვის” სიხშირეების მინიჭების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2004
მიღების თარიღი იანვარი 30, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 28 ნოემბრის N604/12 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს ივერთმედიასათვის” სიხშირეების მინიჭების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 13 აგვისტოს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N418/1 შპს სტარკომისათვის„ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებზე ლიცენზიის გაცემის თაობაზე„, ხოლო 2003 წლის 5 დეკემბერს გადაწყვეტილება N 613/1 შპს ივერთმედიასათვის„ საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ„.
2003 წლის 3 ნოემბერს შპს სტარკომმა„ კომისიას მიმართა განცხადებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით სიხშირეების მინიჭების თაობაზე, რაზეც მიღებულია კომისიის 2003 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება N604/12 შპს სტარკომისათვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ„, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა მიენიჭოს შპს სტარკომს„ 11.7-13.24 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით„.
2003 წლის 22 დეკემბერს შპს ივერთმედიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით 11.7გგჰც - 12.5გგჰც სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში მთლიანად დაკავებულია შპს სტრაკომის„ მიერ, რაც შეუძლებელს ხდის ამ სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით კონკურენული გარემოს შექმნას. კომისიამ აგრეთვე გამოარკვია, რომ შპს ივერთმედია„, ისევე როგორც შპს სტარკომი„ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტების შესაბამისად, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად, იყენებენ სისტემა მიტრისს„, რომლის წარმოებაც მართალია არ არის შეზღუდული სიხშირული ზოლის ზედა 13,24 გგჰც ზღვარით, მაგრამ არსებული სიხშირული რესურსიდან მაღალსიხშირული უბნის (13,24 გგჰც და ზემოთ) ათვისებისათვის განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები დაბალ სიხშირეზე მომუშავე მოწყობილობების ფასთან შედარებით გაცილებით ძვირადღირებულია და დღეისათვის ოპერატორები იყენებენ სისტემა მიტრისის„ შედარებით იაფფასიან ტექნიკურ მოწყობილობას, რომელიც მუშაობს სწორედ 11,7 გგჰც-დან 13,24 გგჰც-მდე სიხშირული ზოლის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს როგორც რადიოსიხშირეების მინიჭება„ (ე„ ქვეპუნქტი), ასევე საკონკურენციო გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა„ (ვ„ ქვეპუნქტი), აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი„ (ლ„ ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნებზე დაყრდნობით, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელი კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენებისათვის, ერთსა და იმავე სამოქმედო ზონაში სიხშირული ზოლის (11.7 გგჰც-13.24 გგჰც) ეფექტური გამოყენების მიზნით და შერჩეული სისტემის (მიტრისის„) არხწარმოქმნის წესის გათვალისწინებით შესაძლებელია ზოლის ოპტიმალური დანაწილება, რაც საშუალებას მისცემს ორივე კომპანიას აღნიშნულ დიაპაზონში გამოყოფილი სიხშირული ზოლების გამოყენებით განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურეობა (საკაბელო ტელერადიომაუწყებლობა).
კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ შპს სტარკომის„ და შპს ივერთმედიის„ საერთო სამოქმედო ზონაში დარჩენილი სიხშირული ზოლი შესაძლებელია განაწილდეს რამოდენიმე ოპერატორზე მონაცემთა გადაცემის ქსელის შესაქმნელად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული დიაპაზონის სიხშირული ზოლის გამოყენებით საქმიანობისას ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ვ), ზ) და ლ) ქვეპუნქტების, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის დადგენილება N1 დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 29-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2003 წლის 28 ნოემბრის N604/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მიენიჭოს შპს სტარკომს„ 12,317 გგჰც-დან 12,906 გგჰც-მდე სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით.”
2. მიენიჭოს შპს ივერთმედიას„ 11,700 გგჰც-დან 12,289 გგჰც-მდე სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში, აგრეთვე გორის, საჩხერის, ზესტაფონის, კასპის, ჭიათურის, დუშეთის, საგრეჯოს, გურჯაანის, დმანისის, ხაშურის, თელავის, ყვარლის, გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
3. აღირიცხოს შპს ივერთმედიასთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);
4. უზრუნველყოს შპს ივერთმედიამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ივერთმედიასთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
