საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 6 თვის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2004 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის (გადაწყვეტილება N 394/17, 08.08.2003 წ.) წლიური გეგმის მიხედვით შემოსავლების მიღება მ/წლის 6 თვეში დაიგეგმა 2,161,863.88 ლარის ოდენობით (დანართი 9). ფაქტიურად დარიცხულმა შემოსავლებმა დაგეგმილს 184,912.62 ლარით გადააჭარბა (8,55 %) და მ/წლის 6 თვის კომისიის მთლიანმა დარიცხულმა შემოსავალმა 2,346,776.50 ლარი შეადგინა (2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 66 %-ით). მათ შორის:
- ლიცენზირებული ოპერატორების მიერ დარიცხულმა რეგულირების საფასურმა – 1,818,880.94 ლარი (2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 55 %-ით);
- სალიცენზიო გადასახდელმა (20%-ის სახით) – 285,898.63 ლარი (2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 46 %-ით);
- კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში (შემდგომში „ხაზინა“) გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხულმა უნივერსალური მომსახურების ფონდის შემოსავალმა შეადგინა 241,996.93 ლარი (2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 404 %-ით);
2004 წლის 6 თვეში კომისიის მიერ გაწეულმა საოპერაციო დანახარჯებმა შეადგინა 1,233,169.73 ლარი, რომელიც 311,058.27 ლარით (20 %-ით) ნაკლებია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე, რაც ძირითადად განაპირობა ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში საანგარიშო პერიოდისათვის გაწეულმა დაგეგმილზე ნაკლებმა დანახარჯებმა (კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯები; ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები; მივლინების ხარჯები; წარმომადგენლობითი ხარჯები და განსაკუთრებით მიმდინარე რემონტის ხარჯები), მათ შორის:
· კომისიის ახალი ოფისის კაპიტალურ რეკონსტრუქცია-რემონტზე გაწეულმა დანახარჯებმა 5,059,03 ლარი, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 119,940.07 ლარით (96 %-ით) ნაკლები შეადგინა. რაც განპირობებულია საანგარიშო პერიოდში, რიგი ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, კომისიის ახალი ოფისის კაპიტალური რემონტის დაგვიანებით დაწყებით.
ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 105,371.53 ლარი შეადგინა, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 394,628.47 ლარით (79 %-ით) ნაკლები, რაც ძირითადად განაპირობა სიხშირული მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შეუძენლობამ.
აღსანიშნავია, რომ 2004 წლის 6 თვის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში ადგილი ჰქონდა გადახარჯვასაც. კერძოდ:
· საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების დანახარჯებმა – 20,824.25 ლარი, ანუ დაგეგმილზე 5,824.25 ლარით (39 %-ით) მეტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა კომპიუტერული ქსელისათვის სამუშაო და სასათაურო შრიფტების შექმნაში 4,000.00 ლარის გადახდამ. დარჩენილი 1,824.00 ლარის სხვაობა განაპირობა 2003 წლის ბოლოს შეძენილი საკანცელარიო საქონლის 2004 წლის იანვრის თვეში ხარჯებში ჩამოწერა.
· სხვადასხვა საწევრო დანახარჯებმა – 14,043.00 ლარი, ანუ დაგეგმილზე 1,542.77 ლარით (12 %-ით) მეტი შეადგინა, რაც განაპირობა ლარის ევროსთან სავალუტო კურსის სხვაობამ;
· სხვა საერთო დანახარჯებმა – 46,300.00 ლარი, ანუ დაგეგმილზე 31,300.00 ლარით (209 %-ით) მეტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოს მეშვეობით განხორციელებული შეკვეთების ღირებულებამ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 16 ივლისის მდგომარეობით ხაზინაში გახსნილ სპეცილურ ანგარიშზე (შემდგომში „სპეციალური ანგარიში“) ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხის ოდენობამ შეადგინა 657,971.82 ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ხაზინაში ჩასარიცხი თანხა მ/წლის 16 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 251,830.62 ლარს. კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით მ/წლის 16 ივლისისთვის უნდა ჩარიცხულიყო 168,530.47 ლარი, ფაქტიურად ჩარიცხულია 63,586.33 ლარი (დანართი 11).
მ/წლის 30 აპრილს კომისიის სხდომაზე მიღებული N 204/21 გადაწყვეტილებით („საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ“) სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების მქონე ლიცენზიის მფლობელ 16 კომპანიას მიეთითა უზრუნველეყო დავალიანების დაფარვა ერთი თვის ვადაში (მ/წლის 30 მაისამდე) და განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოქვეყნდებოდა ცნობები მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მ/წლის 16 ივლისის მდგომარეობით (დანართი 5) ლიცენზიის მფლობელი 14 კომპანიის მხრიდან სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს 104,944.14 ლარს (შპს„გვირგვინი“-594.14 ლარი, შპს „მეგაკომი“-23,882.00ლარი, შპს „ოდიში“-2,995.12 ლარი, შპს „აისი მე-20 არხი“-2,875.32 ლარი, შპს „სამეგრელო“-3,637.00 ლარი, შპს „თვალი“-2,995.06 ლარი, შპს „ავაზა“-315.00 ლარი, შპს „იმერეთი 2000“-3,595.00 ლარი, შპს „რუსთავი 2“- 52,636.00 ლარი, ასოციაცია „ჯიხა“-398.70 ლარი, შპს „პირველი რადიო“-346.50 ლარი, შპს „სისტემა გამა“-1,285.20 ლარი, შპს „ევრიკა“-5,110.35 ლარი და შპს „კავკასია“-4,278.75 ლარი). აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერების ან/და გაუქმების თაობაზე კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ინტერნეტში კომისიის გვერდზე განთავსებულია შესაბამისი ცნობები.
კომისია აღნიშნავს, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით“. „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ\\\\\\\" კომისიის დებულების მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები „ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე\\\\\\\". აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობისა და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობებისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების შეუსრულებლობა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 144 -ე მუხლის თანახმად, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის ვადების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენის ფაქტებს, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას. როგორც კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, მ/წლის 22 ივლისის მდგომარეობით ლიცენზიის მფლობელ 8 კომპანიას (შპს „მაფშალია“, შპს „აისი-მე-20 არხი“, შპს „რადიო 105“, შპს „ქართლი“, შპს „23 მაისი“, შპს „სუპერპეიჯი“, სახელმწიფოთაშორისო კომპანია „მირ“ და შპს „ეკომი“) ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში შემოსავლები არ ჰქონია ანუ პრაქტიკული საქმიანობა არ უწარმოებია. ლიცენზიის მფლობელ 15 კომპანიას (კავშირი „ინტერნეტი ყველასათვის“, კავშირი „ათინათი“, შპს „თანამგზავრი“, შპს „ხეთა“, სპს „ჯეშენეტი“, შპს „ეკომი“, შპს „იმედო“, შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯია“, შპს „ავაზა“, შპს „გვირგვინი“, შპს „ბათუმი ნეტ“, შპს „ომეგა“, შპს „ნოსტალგია“,შპს „რ-რადიო“ და შპს „საქართველოს ფოსტა“) ბოლო 3-10 თვის განმავლობაში (დანართი 2), ხოლო 6 კომპანიას (შპს „სოსელო“, ი/მ „გიორგი კოღუაშვილი“, ი/მ „შალვა ოქრუაშვილი“, შპს „მერანი“, შპს „დელფი“ და შპს „ინტელკომი“) საერთოდ არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშება (დანართი 8).
კომისია აღნიშნავს, რომ მ/წლის 5 ივლისს 46 კომპანიას დაეგზავნა გამაფრთხილებელი შეტყობინებები, რომ 3 სამუშაო დღის ვადაში მოეწესრიგებინათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის საკითხი და, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია იძულებული იქნებოდა დაეწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მათი კუთვნილი ლიცენზიების შეჩერების თაობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ აქედან ზემოაღნიშნულ 14 კომპანიას მ/წლის 23 ივლისის მდგომარეობით არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია და კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ინტერნეტში კომისიის გვერდზე შესაბამისი ცნობების გამოქვეყნება.
ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ მ/წლის 6 თვეში გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 1,818,880.94 ლარი, ხოლო დავალიანებამ მ/წლის 22 ივლისისთვის – 825,145.04 ლარი (დანართი 7), რომელიც ირიცხებოდა 77 ლიცენზიის მფლობელ კომპანიაზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა 813,796.77 ლარი (98 %) ლიცენზიის 17 მფლობელზე ნაწილდება (სს „ეგრისი“-110,601.31 ლარი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“-3,195.02 ლარი, სს „გლობალ ერთი“-20,873.67 ლარი, სს “საქართველოს ელექტროკავშირი”-488,591.00 ლარი, შპს „ტელეიმედი“-3,083.83 ლარი,შპს „ვანექსი“-3648.57 ლარი, შპს “მეგაკომი”-6,591.79 ლარი, შპს „ახალი ქსელები“-21,104.86 ლარი,შპს „აიეტი ტვ“-4,691.57 ლარი, შპს “ალკომი”-3,230.55 ლარი, შპს “კავკაზუს ნეთვორქი”-5,302.84 ლარი, შპს „მეტაკომი“-4,289.54 ლარი, შპს “სანეტი”-8,592.51 ლარი, შპს “საქართველოს ფოსტა”-5,857.00 ლარი, შპს “საქართველოს ტელეკომი”-13,778.79 ლარი, შპს “რუსთავი 2 ონლაინი”-107,827.17 ლარი და შპს „სუფსა ტექნოკომი“-2,536.75 ლარი).
კომისია აღინიშნავს, რომ საჭიროა კიდევ უფრო გამკაცრდეს მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელთა მიმართ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროული წარმოდგენისა და დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის ი. აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2004 წლის 6 თვის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს 2004 წლის 6 თვის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები - 2,346,776.50 ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები - 1,233,169.73 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები - 105,371.53 ლარი;
გ) პრემირების ფონდი - 504,117.02 ლარი;
დ) ფინანსური რეზერვის ფონდი - 504,117.02 ლარი.
3. დამტკიცდეს 2004 წლის 6 თვის კომისიის შემოსავლები 2,346,776.50 ლარის, ხოლო ხარჯები – 1,338,541.26 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი და გ. გოგელია):
ა) შპს „მაფშალიას“, შპს „რადიო 105“-ის, შპს „სუპერპეიჯის“ და სახელმწიფოთაშორისო კომპანია „მირის“ კუთვნილი ლიცენზიების გაუქმებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე სათანადო ცნობების მომზადება;
ბ) კავშირი „ინტერნეტი ყველასათვის“, შპს „ხეთას“, სპს „ჯეშენეტის“, შპს „იმედოს“, შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას“ და შპს „ბათუმი ნეტის“ მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობისთვის, მომზადდეს სათანადო ცნობები მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
გ) შპს „სოსელოს“, ი/მ „გიორგი კოღუაშვილის“, ი/მ „შალვა ოქრუაშვილის“, შპს „მერანის“, შპს „დელფის“ და შპს „ინტელკომის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის მ/წლის 13 აგვისტომდე წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;
დ) სს „ეგრისის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“, სს „გლობალ ერთის“, სს “საქართველოს ელექტროკავშირის”, შპს „ტელეიმედის“, შპს „ვანექსის“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „აიეტი ტვს“, შპს “ალკომის”, შპს “კავკაზუს ნეთვორქის”, შპს “სანეტის”, შპს “საქართველოს ტელეკომის” და შპს “რუსთავი 2 ონლაინის” მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის მათზე რიცხული დავალიანების მ/წლის 31 აგვისტომდე გადაუხდელობის შემთხვევაში მომზადდეს სათანადო ცნობები მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
5. დაევალოს კომისიის აპარატის მთავარ ბუღალტერს (ი. აბულაძე):
ა) გაამკაცროს კონტროლი კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე და კომისიის ა/ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობაზე და წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციები;
ბ) უზრუნველყოს კომისიის N1 გადაწყვეტილებით (01.07.2000წ.) დამტკიცებული დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი;
გ) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის აპარატის ანგარიშვალდებულ პირთა მიერ მათზე გაცემული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად წარდგენა;
დ) გაამკაცროს კონტროლი საქვეანგარიშგებოდ გაცემული თანხების დროული დასაქონლებისა და დაბრუნების კუთხით;
ე) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის მ/წლის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მიმდინარეობა;
ვ) სისტემატურად წარმოადგინოს აპარატის თათბირებზე ინფორმაციები: კომისიის ბიუჯეტის მუხლების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელის 80%-ის, კომისიის ა/ანგარიშზე 20%-ის და ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებელის ჩარიცხვის მდგომარეობის თაობაზე; ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დროულად წარმოდგენისა და შესაბამისი თანხების კომისიის ა/ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
