წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 443 შპს “პირველი რადიო”-სათვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 443 / 9

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2004

შპს „პირველი რადიო”-სათვის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „პირველი რადიო”-მ (რეგისტრირებულია ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 აგვისტოს N5ა/4-1302 დადგენილებით) კომპანიის  N1115 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „პირველი რადიო”-ს სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N1115 (03.09.99), რომელიც ითვალისწინებდა რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში 106,4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

შპს „პირველი რადიო”-მ კომისიის N28, 2.02.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, რომლის თანახმად ლიცენზიის სახეობად განესაზღვრა „საეთერო ტელერადიომაუწყებლობა”.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს „პირველი რადიო”-ს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა  10 692  (ათი ათას ექვსას ოთხმოცდა თორმეტი) ლარით;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (2 138,40 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის  N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ( 1 069,2 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. უზრუნველყოს შპს „პირველი რადიო”-მ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „პირველი რადიო„-მ სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) შპს ,,პირველი რადიოს’’ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული თანხების გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში,  მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ,,პირველი რადიოს” N1115 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                                    გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები