გადაწყვეტილება N 447 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 03, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 631, 03.09.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1548, 30.08.04.) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ VHF/FM დიაპაზონის მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1548, 30.08.04.) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობები; 2. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი); 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
