გადაწყვეტილება N 449 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 07 სექტემბრის N 47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 47 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს სამი საკითხი:
· გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ზ. გონჯილაშვილი);
3. დამტკიცდეს კომისიის N 47 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში
(ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
