წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 452 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 452 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2004

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 2/01/08-497; 03.09.04.) თანდართული დოკუმენტაციის (N 1216002, 27.08.04.) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების (სატარებელი რადიოსადგურები და მათი დამატებითი აქსესუარები) შემოტანაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1216002, 27.08.04.) განსაზღვრული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.აღირიცხოს  ინფორმაცია  შემოტანილი  მაღალსიხშირული  მოწყობილობების  შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი ,  რობაქიძის გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

 

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები