გადაწყვეტილება N 453 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 118/09, 310.08.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1216004, 27.08.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1216004, 27.08.04.) განსაზღვრული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
