წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 454 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 454 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

                 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 10 სექტემბრის    N 48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს მ/წლის კომისიის N 48 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 საკითხი (შპს „იმედოს” N 1081, შპს „ხეთას” N1218 და N1216, შპს „ინტერნეტი ყველასათვის” N 1251 და 1210 ლიენზიების გაუქმებისა და შპს „ბათუმი-ნეტ”-ის N672 ლიცენზიის მოქმედების შესახებ) მ/წლის 17 სექტემბრის კომისიის N49 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ N 48 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ათი საკითხი:

·                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებით ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კომერციული კონკურსის გადადების თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი);

·                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                შპს „კოლხეთის მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.                         ზ. გონჯილაშვილი);

·                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ზ. გონჯილაშვილი);

·       შპს „ჯორჯია ონლაინისთვის”, შპს „უშიშროების სამსახური ორბი”-სთვის, გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG), ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის, სს „ტელეკომპანია ნტვ”-სთვის, შპს „ჯეოსელისთვის” და შპს „მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს.                      ზ. გონჯილაშვილი);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 48 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    თბილისის   საოლქო   სასამართლოში     

   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი  აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე    დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                               დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები