გადაწყვეტილება N 459 შპს „სუპერპეიჯის“ ¹1338, სპს „კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის“ ¹1321 და შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას“ N1325 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004
შპს სუპერპეიჯის„ N1338, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის„ N1321 და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ N1325 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ:
1) შპს სუპერპეიჯს„, რომელიც ფლობს N1338 ლიცენზიას (პეიჯინგური კავშირით მომსახურება 150.950 მგჰც სიხშირისა და 300 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში), 2003 წლის იანვრიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია;
2) სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტს„, რომელიც ფლობს N1321 ლიცენზიას (საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება ქ. ზესტაფონში), საერთოდ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;
3) შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„, რომელიც ფლობს N 1325 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგაზვრული სისტემის გამოყენებით), არ წარმოუდგენია ბოლო 2 თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას;
გამომდინარე იქედან, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სუპერპეიჯის„ N1338, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის„ N1321 და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ N 1325 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ.
კომისიამ 2004 წლის 3 სექტემბერს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას მოისმინა კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტერის ი. აბულაძის ინფორმაცია შპს სუპერპეიჯის„, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის„ და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და დავალიანების დაფარვის თაობაზე. კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის განმარტებით მიმდინარე წლის 3 სექტემბრისათვის ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ სრულად დაიფარა დავალიანება და შპს სუპერპეიჯს„, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტს„ და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ აღარ ერიცხებათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სუპერპეიჯის„, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის„ და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ მიერ წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და მათ აღარ ერიცხებათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, რომლის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით. შესაბამისად, მათ მიერ აღმოფხვრილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ა) და გ) პუნქტებისა და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რის გამოც აღარ არსებობს შპს სუპერპეიჯის„ N1338, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის„ N1321 და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ N1325 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საფუძვლები. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევევის გამო და მათ აღმოფხვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სუპერპეიჯის„ N1338, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის„ N1321 და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ N1325 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს სუპერპეიჯის„, სპს კაკაურიძე და შაორშაძე ჯეშე-ნეტის„ და შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
