წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 46 საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 46 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 03, 2004

საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად

კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გამოცხადდა კონკურსი 17  გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:

1  ზონა: ქ.თბილისი

2  ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის,  ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს

        რაიონები.

3  ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის,

        დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.

4  ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, 

        ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.

5  ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,

        თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.

6  ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.

7  ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის,

        თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის

        რაიონები

8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის,

        ლენტეხის რაიონები

9  ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.

10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.

     საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 31 ოქტომბერი, 12 საათი, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2003 წლის 24 სექტემბერი,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 467,240 (ოთხას სამოცდაშვიდი ათას ორას ორმოცი) ლარით.

    ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე.

   კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს შპს  ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხმა„, შპს სამაუწყებლო კომპანია ,,მზემ„ და შპს სამაუწყებლო კომპანია ,,იბერია-ტვ’’-მ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნები (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N6 , 2003 წლის 22 ოქტომბერი), რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციები შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, სამაუწყებლო კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

  კომისია აღნიშნავს, რომ           ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილებით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული საკონკურსო სხდომების ჩატარების თაობაზე’’  კომისიის 2003 წლის 24  ოქტომბრის N550/10 გადაწყვეტილებით, საკონკურსო სხდომა 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო  ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად  გადაიდო და,   კომისიის 2004 წლის 23 იანვრის N30/10 გადაწყვეტილების შესაბამისად,  გაიმართა 2004 წლის 3 თებერვალს 12 საათზე.

  საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ: შპს სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი’’-ს გენერალური დირექტორი კ. ხეიძე, შპს სამაუწყებლო კომპანია „მზის„ გენერალური დირექტორი კ. ბექაური და პროკურისტი – ზ. ზედგენიძე, შპს სამაუწყებლო კომპანია „იბერია-ტვ„-ს დირექტორი ა. ლაცაბიძე, კომისიის აპარატის თანამშრომლები, ასევე საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

 კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომის დაწყებისთანავე შპს სამაუწყებლო კომპანია „მზის„ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა – პროკურისტმა ზ. ზედგინიძემ განაცხადა, რომ  სამაუწყებლო კომპანია „მზე„ უარს ამბობს 17 გადამცემის გამოყენებით საეთერო  საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. შესაბამისად, საკონკურსო სხდომა გაგრძელდა ორი მონაწილის - შპს  სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხისა„ და შპს სამაუწყებლო კომპანია ,,იბერია-ტვ’’-ს მონაწილეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების და,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა, ფინანსური ასპექტის მიხედვით  2 ქულა, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით  3 ქულა.

ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტების მიხედვით ტექნიკური ასპექტის შეფასებისას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებების ევროპის ჰარმონიზებულ სტანდარტებთან  შესაბამისობის პირობების გათვალისწინებით,  კომისიამ ორივე სამაუწყებლო კომპანიის ტექნიკური პროექტები შეაფასა თანაბრად, რის გამოც აღნიშნულ ასპექტში გამარჯვებული არ გამოვლენილა.   

   ფინანსური ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დაფინანსების გეგმების მიხედვით დაფინანსების  წყაროების და მოცულობის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და  2 ქულა მიანიჭა შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ,,მეცხრე არხს’’.

   პროგრამირების ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე, მათში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის პირობების გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და  3 ქულა მიანიჭა  შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე არხს”.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი’’, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 467,240 (ოთხას სამოცდაშვიდი ათას ორას ორმოცი) ლარი.

2. ა) სალიცენზიო გადასახდელის  20% - 93 448  (ოთხმოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცდარვა) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 46 724 (ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაოთხი) ლარის გამოკლებით (46 724 ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაოთხი ლარი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 3 მარტამდე;

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

      ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% - 46 724 (ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაოთხი)  ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 3 მარტამდე;

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

 

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

     (კოდი)

  9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 327068 (სამს ოცდაშვიდი ათას სამოცდარვა) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   4. დაევალოს კომისიის აპარატის ბუღალტერიას (ი.აბულაძე) უზრუნველყოს სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის შპს სამაუწყებლო კომპანია ,,მზე’’-სთვის, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის 10% შპს ტელეკომპანია ,,იბერია ტვ’’-სთვის დაბრუნება კომისიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

   5. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   6. კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი’’-ს  მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7  სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი’’-სთვის საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

   8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები