წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 460 შპს ,,ჯეონეთი’’-ს ¹1208 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

ნომერი: 460 / 4

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

შპს ,,ჯეონეთი’’-ს N1208 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე განცხადების განუხილველად დატოვებისა  და ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიას 2004 წლის 5 აგვისტოს განცხადებით მომართა შპს ,,ჯეონეთმა’’ კომპანიის N1208 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს ,,ჯეონეთის’’ სახელზე 1999 წლის 17 სექტემბერს გაცემული იყო ლიცენზია N1208, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებას. აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2004 წლის 17 სექტემბრამდე.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: ,,განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე მაინც, ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.’’

აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ჯეონეთი’’-ს N1208 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე განცხადების განუხილველად დატოვებისა  და ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-5 პუნქტის საფუძველზე. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 10 სექტემბერი.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1.        განუხილველად დარჩეს შპს ,,ჯეონეთის’’ განცხადება კომპანიის N1208 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

2.        გაუქმდეს შპს ,,ჯეონეთის’’ N1208 ლიცენზია.

3. გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ძალაში შევიდეს 2004 წლის 17 სექტემბერიდან;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს  „ჯეონეთს„.

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

      კომისიის თავმჯდომარე                      დ.ქიტოშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები