წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 461 შპს ,,ოკრიბა-ტვ’’-ს ¹1214 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 461 / 4

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

შპს ,,ოკრიბა-ტვ’’-ს N1214 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიას 2004 წლის 5 აგვისტოს განცხადებით  (05.08.2004 N7/297-04) მომართა შპს ,,ოკრიბა ტვ’’-მ კომპანიის N1214 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

2004 წლის 12 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ოკრიბა ტვ’’-ს წერილი  (12.08.2004 N7/310-04), რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და აღნიშნული რეორგანიზაციის შემდეგ კომპანია აღარ გააგრძელებს N1214 ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას. შესაბამისად, კომპანიამ უარი განაცხადა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

 კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს ,,ოკრიბა ტვ’’-ს სახელზე 1999 წლის 7 ოქტომბერს გაცემული იყო ლიცენზია N1214, რომელიც ითვალისწინებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2004 წლის 20 აგვისტომდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ოკრიბა ტვ’’-ს N1214 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის გაუქმება ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 10 სექტემბერი.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1.        გაუქმდეს შპს ,,ოკრიბა ტვ’’-ს N1214 ლიცენზია.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს ,,ოკრიბა ტვ’’-ს

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                      დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები