წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 463 შპს “ჯორჯია ონლაინი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 463 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

შპს „ჯორჯია ონლაინი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე  ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯია ონლაინმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N332 24.08.2004 წ.) მისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად დამატებითი ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

შპს „ჯორჯია ონლაინი” ფლობს N1300 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, კომპანისთვის ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსი (200XXX-203XXX) თითქმის ათვისებულია. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ შპს „ჯორჯია ონლაინს” გამოუყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 204XXX-209XXX N1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ„ ქვეპუნქტისა და 26-მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                        მიეცეს შპს „ჯორჯია ონლაინს” სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 204XXX-209XXX (სულ 6000 ნომერი) გამოყენების ნებართვა  ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად N 1300 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.                        ნებართვის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაუქმების შესახებ;

3.                        კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ჯორჯია ონლაინი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4.                        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.                        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

       კომისიის თავმჯდომარე                       დ.ქიტოშვილი                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები