გადაწყვეტილება N 464 ბპ საქართველო მილსადენის კომპანიისათვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიამ და ბპ საქართველო მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართეს განცხადებებით (SCP/OUT/009/04,14.04.04.) და SCP/OUT/010/04,10.09.04.) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდაბარე ტერიტორიაზე, ვერტმფრენებთან VHF და მიწისზედა რადიოსადგურებთან UHF დიაპაზონებში, ბპ საქართველო მილსადენი კომპანიისათვის რადიოკავშირის სიხშირეების გამოყოფის თაობაზე.
კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ ფრენის უსაფრთხოებისა და ვერტმფრენების ოპერატიული კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით (1311/10-5,32.08.04), საჰაერო მოძრავი სამსახურისთვის VHF დიაპაზონში ITU-ს რეგლამენტით (RRS-5) განაწილებულ სიხშირულ ზოლში შერჩეულ იქნა 136.900 მგჰც და 136.950 მგჰც სიხშირეები. მიწისზედა რადიოსადგურებისთვის UHF დიაპაზინში ჩატარებული რადიომონიტორინგის საფუძველზე შეირჩა 415.200 მგჰც, 408.400 მგჰც და 408.275 მგჰც სიხშირეები. სიხშირეები განსაზღვრულია ვერტმფრენებთან და მიწისზედა რადიოსადგურებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ბპ საქართველო მილსადენის კომპანიას 136.900 მგჰც, 136.950 მგჰც, 415.200 მგჰც, 408.400 მგჰც და 408.275 მგჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. უზრუნველყოს ბპ საქართველო მილსადენის კომპანიამ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ბპ საქართველო მილსადენის კომპანისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
