გადაწყვეტილება N 466 შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროებისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროებისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ჯი-ემ-თი სასტუმროებმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-ქრწანისის რაიონის სასამართლოს 2004 წლის 27 მაისის N 06/4-1567 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 02584, 47.08.04.) ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის ორი სიხშირის გამოყოფის თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს სასტუმროების თბილისი მარიოტის„ და „მარიოტ ქორთიარდის„ დაცვის სამსახურის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ჯი-ემ-თი სასტუმროებს„ 442.425 მგჰც და 447.875 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ჯი-ემ-თი სასტუმროებისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ჯი-ემ-თი სასტუმროებმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ჯი-ემ-თი სასტუმროებისთვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
