წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 468 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის ¹515/10 გადაწყვეტილებით ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კომერციული კონკურსის გადადების თაობაზე

ნომერი: 468 / 10

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10  გადაწყვეტილებით ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კომერციული კონკურსის გადადების თაობაზე

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების -  თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში (1710-1880 მგჰც თავისუფალ სიხშირულ რესურსზე) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „მაგთიკომის„ (N162 4.09.2003) განცხადების საფუძველზე 2003 წლის 10 ოქტომბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N515/10 „ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„. გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 13 თებერვლის 16:00 საათით, ხოლო ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღებისათვის – 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში 2003 წლის 12 დეკემბრის კომისიის N621 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილებები: კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა  2004 წლის 16 აპრილი, 16:00 საათი, ხოლო  ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად 2004 წლის  13 თებერვალი, 17:00 საათი, ხოლო  2004 წლის 8 აპრილს კომისიამ კვლავ მიიღო „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე„ N164 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 12 ნოემბერი, 12:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა - 2004 წლის  16 სექტემბერი  17:00 საათი.

          კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სათანადო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შემოიტანა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა„ (შემოსვლის N11/002-04, 2004 წლის 15 იანვარი).

          ამავე დროს, შპს „მაგთიკომმა„ გაასაჩივრა კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა: გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება და მისი ბათილად ცნობა.

         თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004 წლის 4 მაისს საქმეზე N3ა/268-04 გამოიტანა განჩინება სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ, რომლის მე-7 პუნქტში განმარტა, რომ  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულად ითვლება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება. 

        2004 წლის 8 ივნისს ამავე საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა გადაწყვეტილება მოსარჩელის – შპს „მაგთიკომის„ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შპს „მაგთიკომმა„ საკასაციო წესით  გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

        კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულად ითვლება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება, საჭიროა კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის  N515/10 გადაწყვეტილებით ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კომერციული კონკურსისა და შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადის  გადადება.

      ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  362-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.  გადაიდოს კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებით ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კომერციული კონკურსი;

2. კომისიამ ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის ჩატარების თარიღი და ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვროს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე„ კომისიის N164 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

3. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანსა (ს. ბრიტანჩუკი) და კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) კომისიის ამ გადაწყვეტილების:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;

ბ) ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

გ) დაინტერესებული პირებისათვის დაგზავნა;

4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს    (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები