წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 469 შპს “კოლხეთის მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 469 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2004

შპს „კოლხეთის მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „კოლხეთის მედიამ„  (რეგისტრირებული ქ. ხობის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 სექტემბრის N 66/910-5გ დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 34, 29.07.04.) მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიოსაინფორმაციო სისტემის („მიტრისი”) ფუნქციონირების მიზნით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ქ. ხობში 2 სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 28 ნოემბრის N 602 გადაწყვეტილებით „შპს „კოლხეთის მედიაზე„ გაიცა ლიცენზია N 1381 (ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიოსაინფორმაციო სისტემის („მიტრისი„) გამოყენებით  ხობის რაიონში)

         კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს „კოლხეთის მედიის” მიერ წარმოდგენილია ტექნიკური პროექტი, რომლის შესაბამისად ქ. ხობში სისტემა „მიტრისის” ფუქნციონირებისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 11 715 მგჰც და 11771 მგჰც სიხშირეები.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „კოლხეთის მედიას„ 11715 მგჰც და 11771 მგჰც სიხშირეები ქ. ხობში მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიოსაინფორმაციო სისტემის („მიტრისი”) ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „კოლხეთის მედიასთვის„  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „კოლხეთის მედიამ„  კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კოლხეთის მედიასთვის„  სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

  კომისიის თავმჯდომარე                                                                          დ. ქიტოშვილი

                 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები