გადაწყვეტილება N 47 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2004 წლის 6 თებერვლის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 7 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 7 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ხუთი საკითხი:
· ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ჰალო ტრასტისთვის„, კომპანია სპი კაპაგ-პეტროფაკ ინტერნეშენელ ლიმიტედისთვის„, რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობისთვის, შპს მზესთვის„ და შპს ორიონისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 7 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
