წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 480 შპს ,,საქართველოს ხმის’’ ¹705 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 480 / 4

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2004

შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

      ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად 2004 წლის 18-19 აგვისტოს ჩატარდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოწმება, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის   შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ შპს ,,საქართველოს ხმას’’ შეწყვეტილი აქვთ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705  ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 17 სექტემბერი.

2004 წლის 10 სექტემბერს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ,,საქართველოს ხმის’’ გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ მ.კუჭავამ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ 2004 წლის 26 ივლისს კომისიაში წარმოდგენილია წერილი, რომელსიც აღნიშნულია, რომ ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით კომპანიას გადაწყვეტილი აქვს ა/წ 1 აგვისტოდან შეწყვეტოს მაუწყებლობა და სამონტაჟო სამუშაოები სავარაუდოდ დასრულდება არაუგვიანეს სექტემბრის თვისა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,საქართველოს ხმის’’ მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა განპირობებული იყო კომპანიის მფლობელობაში არსებული მოძველებული ტექნიკური საშუალებების გადაიარაღებით, კომისიამ ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩათვალა შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705 ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,საქართველოს ხმის’’ N705  ლიცენზიის გაუქმების შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს ,,საქართველოს ხმას’’;

3 დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია)

კომისიის თავმჯდომარე                   დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები