წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 481 შპს "სერვისისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 481 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2004

შპს "სერვისისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების

გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „სერვისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ, 15.02.1999 წელს, რეგისტრაციის N 5ა/4-7027) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/27; 06.09.04.) ქ. თბილისში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მონაცემთა უმავთულო გადაცემის სისტემა) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

მაღალსიხშირული მოწყობილობები ფუნქციონირებენ 5.725-5.867 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში, რომელიც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად ფიქსირებული სამსახურების გარდა განსაზღვრულია საწარმოო, სამედიცინო და სამეცნიერო სამსახურებისთვისაც. დასახელებულ სიხშირულ დიაპაზონში მოქმედი სამსახურები  უნდა შეეგუონ მავნე ხელშეშლებს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს სიხშირული სპექტრის ერთობლივი გამოყენებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სერვისს„ ა/წ 13 აგვისტოს კომისიის N 408 გადაწყვეტილებით მიეცა ნებართვა მაღალსიხშირულ მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „სერვისს” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით 2005 წლის 17 სექტემბრამდე;

2.უზრუნველყოს შპს „სერვისმა” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

                                             2004 წლის 16 სექტემბრის  N              გადაწყვეტილების

                                                                                                                     დანართი

მაღალსიხშირული მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები:

§                     მაღალსიხშირული მოწყობილობის დასახელება: MikroTik;

§                     განთავსების ადგილმდებარეობები: ქ. თბილისი – მთაწმინდის სატელევიზიო ანძა; სანაპიროს ქ. N 8, შპს „სერვისის„ სათავო ოფისი; აეროპორტის ტერიტორია;

§                     სიხშირული დიაპაზონი: 5.725-5.825 გგჰც;

§                     გამოსავალი სიმძლავრე: 18 დბ;

§                     ანტენის ტიპი: 52.-5.8 გგჰც წრიული გასხივების ანტენა;

§                     ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი იზოტროპული ანტენის მიმართ: 10 დბ;

§                     მდგრადი ტალღის კოეფიციენტი: 1.8:1;

§                     ანტენის პოლარიზაცია: ვერტიკალური;

§                     კროსპოლარიზაციის კოეფიციენტი: 26 დბ;

§                     ანტენაზე შემავალი მაქსიმალური სიმძლავრე: 50 ვტ;

§                     შემავალი წინაღობა: 50 ომი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები