წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 484 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 484 / 10

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის

გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს N338 ბრძანებულების „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის  N326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” თანახმად, კომისიის რეგულირების სფეროში მოქმედი სუბიექტების მიერ სიხშირეების კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელების, რადიოელექტრონული საშუალებებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადების, ნებართვების გაცემის ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების და გაცემული ნებართვების უწყებრივი რეესტრის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიაში უნდა შეიქმნას სპეციალური  ერთეული – სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახური.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

2. შეიქმნას საკონკურსო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) დ. ქიტოშვილი (საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე);

ბ) გ. ფრუიძე (საკონკურსო საბჭოს წევრი);

გ) დ. პატარაია (საკონკურსო საბჭოს წევრი);

დ) კ. ყურაშვილი (საკონკურსო საბჭოს წევრი);

ე) ი. ხარებავა (საკონკურსო საბჭოს წევრი);

ვ) ა. ნაკაშიძე (საკონკურსო საბჭოს წევრი);

ზ) მ გოთოშია (საკონკურსო საბჭოს წევრი).

3. კონკურსში მონაწილეობის მისღებად წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) სარეკომენდაციო წერილი (წერილები).

4. სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატებს წაეყენებათ შემდეგი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება  კავშირგაბმულობის სფეროში;

ბ) არა ნაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება კავშირგაბმულობის სფეროში;

გ) ოფიციალური კორესპონდენციის, დოკუმენტაციის შედგენა და წარმოება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, სავალდებულოა უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;

დ) რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის და პელენგაციის თანამედროვე სისტემების სტრუქტურის, სპეციფიკის, მოწყობილობების მომსახურებისა და შესაძლებლობების ცოდნა; რადიოსიხშირული სპექტრის მართვის პროგრამული კომპლექსის ცოდნა; დაკვირვებისა და გაზომვების შედეგების მიხედვით წარმოქმნილი გარემოებების შეფასება; 

ე) საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტში სიხშირეთა კოორდინაციისა და სიხშირული სპექტრის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა; მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რადიოსამსახურებს შორის რადიოსიხშირეთა ზოლების განაწილებისათვის მონაცემთა ინტეგრირებული ბაზის შექმნის მეთოდიკის ცოდნა;

ვ) სატელევიზიო   და   რადიომაუწყებლობასთან,      სიხშირეთა      საერთაშორისო   კოორდინაციის  პროცედურასთან, ფიქსირებული და მოძრავი სამსახურების ფუნქციონირებასთან, ანტენების  სისტემებთან, ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელებასთან, თავსებადობასა და შესაბამის გათვლებთან დაკავშირებული ძირითადი საერთაშორისო რეკომენდაციების ცოდნა;

ზ) რადიოკავშირის და რადიომაუწყებლობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ცოდნა; ახალი რადიოტექნოლოგიების განვითარების და დანერგვის პროცესში სიხშირული დიაპაზონების არჩევისას რადიოსამსახურების სიხშირული ზოლების გადაფარვასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მახასიათებლების, კრიტერიუმების და ალგორითმების ცოდნა;

თ) რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების შესახებ ევროპის ჰარმონიზებული სტანდარტების ცოდნა.

ი) კომპიუტერული პროგრამებით (Microsoft Office, MS Windows), ინტერნეტის ქსელით და  ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;

კ) მართვისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება და უნარ-ჩვევები; კავშირგაბმულობის დარგში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილება; ანალიტიკური უნარ-ჩვევები; კომუნიკაბელურობა; ინიციატივიანობა; მეტყველების კულტურა.

5.  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე პირთათვის ინტერესთა კონფლიქტს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი (გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური სტრუქტურული დანაყოფისა);

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) თუ იგი ან მისი ოჯახის წევრი (მამა, დედა, მეუღლე, შვილი) ბოლო 3 წლის განმავლობაში ფლობდა ან ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობა განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

6. თუ თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა ამ გადაწყვეტილების მე-5 მუხლში გათვალისწინებული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

7. კონკურსი ჩატარდება შერჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების მეთოდით. შერჩევა (კონკურსში მონაწილეთა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) და ტესტირება ჩატარდება საკონკურსო საბჭოს მიერ. შერჩევის შედეგები და ტესტირების გრაფიკი გამოქვეყნდება ა.წ. 22 ოქტომბერს კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის განცხადებათა დაფაზე (ქ.თბილისი, ალ.  ყაზბეგის  ქ. N 42, მე-2 სართული).

8. გასაუბრება შედგება და კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ჩატარდება ა.წ. 27 ოქტომბერს 1200 საათზე. საკონკურსო საბჭო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

9. განცხადებები და საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება კომისიაში ა.წ. 18 ოქტომბერს 1800 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. N 42, მე-2 სართულზე, კანცელარიაში.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა), ექვსი თვის ვადაში.

11. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                         დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები