წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 485 “მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე” კომისიის 2004 წლის 30 ივლისის ¹ 380 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 485 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2004

„მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი

ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე” კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N 380 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და 159-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება (N 380, 30.07.04.) დამოუკიდებელი ორგანოს დასანიშნად ტენდერის გამოცხადების თაობაზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ

   გადაწყვიტა:

1. შეტანილი იქნეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N 380 გადაწყვეტილების მე-9 და მე-10 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. განცხადებები მიიღება ა/წლის 22 სექტემბრამდე, კომისიის ოფისში მისამართზე: ქ.თბილისი, ყაზბეგის ქ. 42.

10. კომისია დამოუკიდებელი ორგანოს წევრებს დანიშნავს 27 სექტემბრამდე.”

2. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში და პრესაში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

          კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები