წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 488 სს „სეიბოლტ ანალიტ-ჰოლდინგ ბ.ვ.“ ბათუმის წარმომადგენლობისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 488 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2004

სს „სეიბოლტ ანალიტ-ჰოლდინგ ბ.ვ.„  ბათუმის წარმომადგენლობისთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „სეიბოლტ ანალიტ-ჰოლდინგ ბ.ვ.„ ბათუმის წარმომადგენლობამ (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის  საქალაქო  სასამართლოს N 01/05-14 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3602, 24.08.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მიწისზედა თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემა) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სს „სეიბოლტ ანალიტ-ჰოლდინგ ბ.ვ.„ ბათუმის წარმომადგენლობას  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 3602, 24.08.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს კომპანია „სეიბოლტ ანალიტ-ჰოლდინგ ბ.ვ.„ ბათუმის წარმომადგენლობამ  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები