წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 489 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 489 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 21, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის    21 სექტემბრის N 50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ N 50 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს                      ერთი საკითხი:

·        შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.            თ. ძაგნიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 50 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება        შეიძლება        გასაჩივრდეს        თბილისის   საოლქო   სასამართლოში        

   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები