გადაწყვეტილება N 49 შპს ტელეკომპანია ,,იბერია ტვ’’-სათვის საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2004
შპს ტელეკომპანია ,,იბერია ტვ-სათვის საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2003 წლის 26 სექტემბერს N486 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მე-9 სამაუწყებლო ზონაში (ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ხობის რაიონები) 1 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად.
საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 19 დეკემბერი 12 საათი; დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2003 წლის 7 ნოემბერი 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 30807.00 (ოცდაათი ათას რვაას შვიდი) ლარით. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე.
,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2003 წლის 26 სექტემბერს N486 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და დოკუმენტაცია წარმოადგინეს შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-მ და შპს ,,მუნიციპალურმა ტელეკომპანია ფაზისმა. კომპანიების მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში, რის თაობაზეც მიღებულია დასკვნები (ქვეკომისიის სხდომის ოქმიN7 10.12 2003), რომ ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ის და შპს ,,მუნიციპალური ტელეკომპანია ფაზისის მიერ საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით. ტექნიკური ასპექტის მიხედვით შეფასების მაჩვენებელია 1 ქულა, ფინანსური ასპექტის მიხედვით 2 ქულა, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით 3 ქულა.
ტექნიკური ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტების მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, აგრეთვე ტექნიკური საშუალებების ევროპის ჰარმონიზებულ სტანდარტებთან შესაბამისობის პირობის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და 1 ქულა მიანიჭა შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს.
ფინანსური ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დაფინანსების გეგმების მიხედვით, დაფინანსების წყაროების და მოცულობის გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და 2 ქულა მიანიჭა შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს.
პროგრამირების ასპექტის შეფასებისას, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მიხედვით, კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მათში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობის პირობების გათვალისწინებით, კომისიამ გამარჯვებულად ცნო და 3 ქულა მიანიჭა შპს ,,მუნიციპალური ტელეკომპანია ფაზისს.
ამდენად, კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელმა ორივე სამაუწყებლო კომპანიამ ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით დააგროვა ქულების თანაბარი ოდენობა.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად თუ რამდენიმე მონაწილის ქულების ოდენობა თანაბარია, გამარჯვებულად ცხადდება ის პირი, რომელიც გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალურ ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსი გაგრძელდა ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით.
საკონკურსო ბიჯი განისაზღვრა - 1500 ლარის ოდენობით. კონკურსის მსვლელობისას სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 30807.00 ლარიდან გაიზარდა 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარამდე, რის შემდეგაც შპს ,,მუნიციპალური ტელეკომპანია ფაზისის დირექტორმა (ლ.კაკულია) უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N634/10 საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის N634/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვმ სალიცენზიო გადასახდელის 20% (150 000 ლარი) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (3080 ლარი) გამოკლებით 146920 (ას ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ოცი) ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 75 000 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის თაობაზეც წარმოადგინა სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ.ე„ ქვეპუნქტის, 453 და 454 მუხლისა და კომისიის 2004 წლის 19 დეკემბრის N634/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს #1385 ლიცენზია შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ-ს საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა 1 გადამცემის გამოყენებით მითითებული სამაუწყებლო ზონისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით:
|
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სატელევიზიო არხი |
სიმძლ კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
|
|
1 |
9 |
ფოთის ანძა |
41E41: 42N09 |
60 |
12 |
0.1 |
15 |
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე);
3. შპს ტელეკომპანია ,,იბერია-ტვ ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;
ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
ლ) მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.
მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის 525 000 (ხუთას ოცდახუთი ათასი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდე საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი კოდი |
220101107 |
|
ანგარ ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზ სახაზინო ქვეანგარიში (კოდი) |
9051 |
|
დანიშ დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
58 333 - ლარი - 2005 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2006 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2007 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2008 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2009 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2010 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2011 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2012 წლის 6 მარტი;
58 333 - ლარი - 2013 წლის 6 მარტი;
6. შპს ტელეკომპანია „იბერია ტვ”-მ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
