გადაწყვეტილება N 490 შპს „იმედოს“ N 1081, შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთას“ N1218 და N1216 , ასოციაცია „ინტერნეტი ყველასათვის“ N1251 და N1210 ლიცენზიების გაუქმებისა და შპს „ბათუმი-ნეტის“ N 672 ლიც
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 21, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2004
შპს იმედოს„ N 1081, შპს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთას„ N1218 და N1216 , ასოციაცია ინტერნეტი ყველასათვის„ N1251 და N1210 ლიცენზიების გაუქმებისა და შპს ბათუმი-ნეტის„ N 672 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ:
1) შპს იმედოს„, რომელიც ფლობს N1081 ლიცენზიას (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება ქ. ოზურგეთში მე-4 (85,25-91,75) მგჰც, მე-7 (183,25-189,75 მგჰც) და მე-10 (207,25-213,75 მგჰც) არხების გამოყენებით) 2001 წლის თებერვლიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია. გარდა ამისა, შპს იმედოს„ N 1081 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 20 ივლისს და მას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიისათვის არ მიუმართავს.
2) შპს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთას„ N1218 (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით კავშირგაბმულობის ქსელებისა და სისტემების მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლოატაცია და მომსახურება) და N1216 (საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგაზვრული სისტემების გამოყენებით ინტერნეტით მომსახურება მონაცემთა, ხმისა და გამოსახულების გადაცემა) ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 17 სექტემბერს და შპს ხეთას„ ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით განცხადებით კომისიისათვის დღემდე არ მიუმართავს.
3) ასოციაციას ინტერნეტი ყველასათვის„, რომელიც ფლობს N1210 (ინტერნეტით მომსახურება მონაცემთა, ხმისა და გამოსახულების გადაცემა) და N1251 (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება) ლიცენზიებს, 2001 წლის იანვრიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია; გარდა ამისა, ასოციაციის ინტერნეტი ყველასათვის„ კუთვნილ ზემოაღნიშნულ ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუვიდათ 2004 წლის 17 სექტემბერს და მას ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიისათვის დღემდე არ მიუმართავს.
4) შპს ბათუმი-ნეტს„, რომელიც ფლობს N 672 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგაზვრული სისტემის გამოყენებით) 2001 წლის აპრილიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია.
კომისია აღნიშნავს, რომ
ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია;
გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნას კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე მაინც. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო ლიცენზიას მისი მოქმედების ვადის გასვლის გამო აუქმებს, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს იმედოს„ N 1081, შპს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთას„ N1218 და N1216 , ასოციაციის ინტერნეტი ყველასათვის„ N1251 და N1210 ლიცენზიების გაუქმებისა შპს ბათუმი-ნეტის„ N 672 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ.
2004 წლის 3 სექტემბერს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას განიმარტა რომ, ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები (გარდა შპს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთასი„), რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია. განიმარტა, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე„, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე„. შპს იმედოსთან„ დაკავშირებით განიმარტა, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა წარმოადგენს მისი კუთვნილი N1081 ლიცენზიის გაუქმების საფუძველს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ხოლო შპს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთასა„ და ასოციაციასთან ინტერნეტი ყველასათვის„ დაკავშირებით განიმარტა, რომ მათ კუთვნილი ლიცენზიების (რომელთა მოქმედების ვადაც ამოიწურა 2004 წლის 17 სექტემბერს) მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით კომისიითათვის უნდა მიემართათ 2004 წლის 17 ივლისამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს იმედოს„ N 1081, შპს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთას„ N1218 და N1216 , ასოციაციის ინტერნეტი ყველასათვის„ N1251 და N1210 ლიცენზიები, მოქმედების ვადის გასვლის გამო;
2. შეჩერდეს შპს ბათუმი-ნეტის„ N672 ლიცენზიის მოქმედება ერთი თვით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს იმედოს„, შპს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო საინჟინრო და მენეჯმენტის ჯგუფი - ხეთას„, ასოციაციას ინტერნეტი ყველასათვის„, შპს ბათუმი-ნეტს„ ;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიათა გაუქმების და შეჩერების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
