გადაწყვეტილება N 491 შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 21, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს საქართველოს ტელერადიოცენტრმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 09/317; 17.09.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 90172368 და N 9726) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული რადიოელექტრონული საშუალებები წარმოადგენენ სატელევიზიო გადამცემ სადგურს და საანტენო მოწყობილობებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს საქართველოს ტელერადიოცენტრს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 90172368 და N 9726) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს საქართველოს ტელერადიოცენტრმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
