გადაწყვეტილება N 492 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 24 სექტემბრის N 51 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს კომისიის N 51 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ) და განხილულ იქნეს აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2004 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმების სრულად წარმოდგენის შემდგომ;
2. წარმოდგენილ კომისიის N 51 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 6 (ექვსი) საკითხი:
ა) რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის განხილვის შესახებ (კ. ყურაშვილი);
ბ) მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის თაობაზე (მომხს. თ ძაგნიძე);
გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ე ასანიძე);
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, სს „აზოტისთვის” და კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინტერნეშენელ ლიმითედისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);
3. დამტკიცდეს კომისიის N 51 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
