წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 494 შპს „ბათუსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 494 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004

შპს „ბათუსთვის„  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმ„  (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 31 მაისის   N 01/4-1816 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 0004, 09.09.04.) ქ. ბათუმში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის სამი სიხშირის გამოყოფის თაობაზე. შპს „ბათუ” ახორციელებს კერძო პირების და ობიექტების დაცვითი სისტემებით მომსახურებას.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს დაცვის სამსახურის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „ბათუს„ 403.375 მგჰც, 408.425 მგჰც და 408.250 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ბათუსთვის„  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „ბათუმ„  კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუსთვის„  სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები