გადაწყვეტილება N 495 შპს “კახეთი 1”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004
შპს „კახეთი 1”-ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს კახეთი 1„-მა (რეგისტრირებული ქ. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 მარტის დადგენილებით რეგისტრაციის N55/5ბ-35) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ყვარელში საკაბელო ტელევიზიისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით 10-13 გგჰც დიაპაზონში 12 სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 23 აპრილის N 187 გადაწყვეტილებით შპს კახეთი 1„-ზე გაიცა ლიცენზია N 1398 (ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა ქ. ყვარლის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს „კახეთი 1”-ის მიერ წარმოდგენილია ტექნიკური პროექტის და სიხშირული დაგეგმარების პროექტის შესაბამისად ქ. ყვარელში სათაო სადგურიდან საკაბელო ქსელის კოლექტიურ მიმღებებამდე ინფრომაციის მისაწოდებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 10715 მგჰც, 10771 მგჰც, 10827 მგჰც, 10883 მგჰც, 10939 მგჰც, 10995 მგჰც, 11051 მგჰც, 11107 მგჰც, 11163 მგჰც, 11219 მგჰც, 11275 მგჰც და 11331 მგჰც სიხშირეები.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს კახეთი 1„-ს 10715 მგჰც, 10771 მგჰც, 10827 მგჰც, 10883 მგჰც, 10939 მგჰც, 10995 მგჰც, 11051 მგჰც, 11107 მგჰც, 11163 მგჰც, 11219 მგჰც, 11275 მგჰც და 11331 მგჰც სიხშირეები ქ. ყვარელში სათაო სადგურიდან საკაბელო ქსელის კოლექტიურ მიმღებებამდე ინფორმაციის მისაწოდებლად შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს კახეთი 1„-ისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს კახეთი 1„-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს კახეთი 1„-ისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
