გადაწყვეტილება N 497 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MELYTOPOL 105.2 MHz და KOMYSH-ZORIA 101.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე ((N 11.3-09/8714, 22.07.04. და N 11.3-09/8536, 20.07.04.) წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების
მართვის და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
