წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 498 გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 498 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004

გაეროს მსოფლიო  სასურსათო პროგრამასთვის  მაღალსიხშირული  მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (23.08.04) მაღალსიხშირული მოწყობილობის („VSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებაზე  ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია მონაცემთა გადაცემა-მიღებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.უზრუნველყოს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები