გადაწყვეტილება N 499 „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის“ განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004
რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის„ განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის„ პროექტი მომზადდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 44-ე და 49-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის №326 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად.
რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცება მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების მოქმედების წესის, რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების, მათი სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და თავისუფლად მოძრაობის, აგრეთვე მომსახურებაში დაშვების მარეგულირებელ წესების განსაზღვრას.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამოსად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოწონებულ იქნეს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე„ კომისიის დადგენილების პროექტი;
2. წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე„ კომისიის დადგენილების პროექტი სამართლებრივი ექსპერტიზისათვის;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
