გადაწყვეტილება N 05 შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური“-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004
მიღების თარიღი იანვარი 09, 2004
შპს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური„-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N651/2 20.10.2003) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად.
კომპანიის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაიარა ექსპერტიზა ქვეკომისიაში (10.12.2003წ. ქვეკომისიის სხდომის ოქმი N 7) და მიღებული იქნა დადებითი დასკვნა. ამასთან, 2003 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ.გ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1384 ლიცენზია შპს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურს„ მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: თანამგზავრული და/ან საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. შპს ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
