წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 50 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 50 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2004

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების კომპანია „ემერჯინგ მარკეტს კომუნიკეიშენმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (16.01.04.) თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მიწისზედა სათანამგზავრო სადგურის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

კომპანია „ემერჯინგ მარკეტს კომუნიკეიშენი„ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური ტელეკომუნიკაციების პროგრამის სამსახურის პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების მიერ მიწისზედა სათანამგზავრო სადგურის გამოყენებაზე ყველა საჭირო ნებართვის მიღებას.

მაღალსიხშირული მოწყობილობა (მიწისზედა სათანამგზავრო სადგური) განსაზღვრულია საელჩოს მიერ დიპლომატიური კავშირების განსახორციელებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით სარგებლობისთვის.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

                                                        

                                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები