გადაწყვეტილება N 500 მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004
მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის თაობაზე
მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და 159-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანო შემდეგი შემადგენლობით:
- ბორის ადამია, შპს საქართველოს ტელერადიოცენტრის„ ტექნიკური დირექტორი;
- თამაზ სვანიძე, შპს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ მთავარი იჟინერი;
- ნოდარ ასპანიძე, შპს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ ტექნიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი;
- ლევან თარხნიშვილი, ევრაზიის ფონდი, კავკასიური კვლევების რესურს ცენტრის დირექტორი
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
