წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 501 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის ? 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 501 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2004 წლის 30 ივლისის 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში„  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 30 ივლისის  № 381/22  გადაწყვეტილებით  დადგენილი იქნა  სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება უნდა დაწყებულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებიდან ორი კვირის ვადაში. ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დასრულებულიყო მეორე მხარის მიერ ამავე პროექტით გათვალისწინებული სიმძლავრის მიწოდებიდან სამი კვირის ვადაში.

2004 წლის 23 აგვისტოს კომისიის აპარატის წარმომადენლების მიერ ჩატარდა შემოწმება, რომლითაც დადასტურდა, რომ შპს „ახალ ქსელების„ მიერ მიწოდებული სიმძლავრე შესაბამისობაშია პროექტით გათვალისწინებულ სიმძლავრესთან. აღნიშნულის თაობაზე შედგა შემოწმების ოქმი N1. ოქმში  აღინიშნა, რომ რიგ სატელეფონო სადგურებს შორის კავშირი არასაიმედოა, რაც გამოიხატება სასიგნალო არხების არასაკმარისობაში.

2004 წლის 23 სექტემბერს კომისიას მიმართა სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ (წერილი № 14-2/3-130), რომლშიც აღნიშნულია, რომ შპს „ახალმა ქსელებმა„ და შპს „ახტელმა„ ვერ უზრუნველყვეს ურთიერთჩართვის წერტილებში ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სიმძლავრეების გამოყოფა. მთელ რიგ მიმართულებებზე  2 მგბტ/წმ  ტრაქტები გადაცემულია სასიგნალო არხების გარეშე. გარდა ამისა, სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ ჩაატარა სატელეფონო სადგურებში ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამავე ტექნიკური პროექტით გათვალისწინებულია ასს 91-ის გადაიარაღება, რისთვისაც შეძენილი იქნა კომპანია „ერიქსონიდან„ შესაბამისი მოწყობილობები. იმის გამო, რომ დაგვიანდა ამ მოწყობილობების ტრანსპორტირება, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს ელექტოკავშირის„ განმარტებით  ვერ ესწრება დადგენილ ვადაში მისი დასრულება.

2004 წლის 24 სექტემბერს სს „საქართველოს ელექტროკავშირში„ მივლინებული იქნენ კომისიის აპარატის თანამშრომლები, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტით გათვალუსწინებული ტექნიკური სამუშაოების შესრულების საკითხის შემოწმებისათვის. შედგა შემოწმების ოქმი N2, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ ნაწილობრივ შესრულებული აქვს ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. შეუსრულებელია ის სამუშაო, რომელიც უნდა დასრულდეს 8-22-ით კავშირის დასამყარებლად გადართვის მომენტში. პროექტით გათვალისწინებული იყო 7-იანი ინდექსის ასს-ების ჩართვა ასს 78-ში. ასს-91-ში თვეზე მეტი ხნით დაგვიანდა მისი გაფართოებისთვის საჭირო აპარატურით უზრუნველყოფა, ამის გამო არ არის საპროექტო ნორმამდე მიყვანილი ასს-91-ის შპს „ახალ ქსელებთან„ დამაკავშირებელი ზოგიერთი მიმართულებები: კერძოდ, ასს 91-ასს 69, ასს 91 – ასს 33, ასს 91 - ასს 52 (იგივე პრობლემები დაფიქსირებულია 23.08.2004წ.ოქმი N1-ით).

კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„  მოთხოვნა შპს „ახალ ქსელებთან„ და შპს „ახტელთან„  6 თვით ანგარიშსწორების გადადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. კომისიის აზრით იმ სამუშაოების შესრულებისთვის, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების პირობების 7.1. პუნქტით, კერძოდ მხარეთა შორის შეთანხმებული ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება, შესაძლებლია 2 თვის ვადაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირობების შესრულებისთანავე შესაძლებელი იქნება მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ტრაფიკის აღრიცხვა და ანგარიშსწორების დაწყებაც.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისს № 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილი „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების„ 7.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1. მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება დაიწყება 2004 წლის 1 დეკემბრიდან„.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მონიტორინგის სამსახურის უფროსს (მ. გოთოშია).

   კომისიის თავმჯდომარე                                   დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები