გადაწყვეტილება N 502 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 13/1657, 03.09.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციიების (N 4026038, 03.09.04 და N 4026053, 06.09.04) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მოტოროლას„ ტიპის საბაზო, სატარბელი და მობილური მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციიების (N 4026038, 03.09.04 და N 4026053, 06.09.04) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობები;2. უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი); 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
