წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 503 სს „აზოტისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 503 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2004

მიღების თარიღი სექტემბერი 24, 2004

სს „აზოტისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „აზოტმა„ (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 30 ოქტომბრის N 9/5-25 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 12/623, 22.09.04) წარმოდგენილი  დოკუმენტაციის (N FRT-SI-1192, 05.08.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები („ICOM„-ის ტიპის  მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სს „აზოტს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციით (N FRT-SI-1192, 05.08.04.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს სს „აზოტმა„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები