გადაწყვეტილება N 506 2004-2005 წლისათვის ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2004
2004-2005 წლისათვის ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების
განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 455ე მუხლის შესაბამისად კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე და მისი გათვალიწინებით განსაზღვრავს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.
2004 წლის ივლისში კომისიის დაკვეთით შპს „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი - მონიტორინგის” მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დღეს არსებული სატელევიზიო გადაცემებიდან მაყურებელი უპირატესობას ანიჭებს საინფორმაციო გადაცემებს (92%), მხატვრულ ფილმებს (85%), იუმორისტულ-გასართობ (83.4%) და მუსიკალურ გადაცემებს (79.5%), თოქ-შოუებსა (71.3%) და შემეცნებით გადაცემებს (68.9).
რაც შეეხება ახალ სატელევიზიო გადაცემებს, რომლის ხილვის სურვილს გამოთქვამენ გამოკითხული რესპოდენტები, სახელდება ქართული მხატვრული ფილმები (29.8%), გასართობი (11.6%), შემეცნებითი (11.6%), სპორტული (9.8%), მუსიკალური (6.7%) და საბავშვო (5.5%) გადაცემები.
რესპოდენტების 46%-ზე მეტმა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გამოთქვა სპეციალიზებული სატელევიზიო არხების არსებობის სურვილი. რაც შეეხება აღნიშნული ტელემაუწყებლობის ჟანრებს, მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა მხატვრული ფილმების (56.1%), მუსიკალური (43.6%), სპორტული (39.3%), საინფორმაციო (29.7%) და იუმორისტულ-გასართობი (25.6%) გადაცემების არხი.
გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა (პროცენტული მაჩვენებელი აღემატება 96%-ს) ადგილობრივი ტელერადიოარხების არსებობის მომხრეა. გამოკითხულთა უმეტესობა (92.5%) მხარს უჭერს რეგიონში არსებული ადგილობრივი ტელერადიოარხების გაფართოებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსები გამოცხადდეს ადგილობრივი სამაუწყებლო ზონების პრინციპის გათვალისწინებით.
არსებულ რადიო გადაცემებს შორის, გამოკითხული რესპოდენტები უპირატესობას ანიჭებენ მუსიკალურ (47.1%), საინფორმაციო (36.4%), იუმორისტულ-გასართობ (5.1%) და სპორტულ გადაცემებს (2.9%).
რადიო არხების გამოკითხულ მსმენელთა უმეტესობა რადიოს მოსმენის დროს უპირატესობას ანიჭებს ქართულ ესტრადას. რესპოდენტების 40.5% დაიტერესებას გამოხატავს ძველი ქართული ესტრადის მიმართ, თანამედროვე ქართულ ესტრადას უპირატესობას ანიჭებს გამოკითხულთა 39.8%. თანამედროვე უცხოური და რუსული ესტრადა შესაბამისად პრიორიტეტულია რესპოდენტების 6.6% და 6.4% -სთვის.
ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 455-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. 2004-2005 წლისთვის ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განისაზღვროს შემდეგი რიგითობის მიხედვით:
ა) საეთერო საერთო ტელემაუწყებლობისთვის:
საქართველოს ტერიტორია
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. გასართობი გადაცემები;
4. შემეცნებითი გადაცემები;
5. სპორტული გადაცემები;
6. მუსიკალური გადაცემები;
7. საბავშვო გადაცემები;
8. მხატვრული ფილმები.
ზონა 1 - ქ. თბილისი
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. შემეცნებითი გადაცემები;
4. გასართობი გადაცემები;
5. მუსიკალური გადაცემები;
6. გადაცემები რელიგიაზე;
7. საბავშვო გადაცემები.
ზონა 2 - ქ. ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს რაიონები
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. მუსიკალური გადაცემები;
4. შემეცნებითი გადაცემები;
5. სპორტული გადაცემები;
6. გასართობი გადაცემები;
7. მხატვრული ფილმები ;
8. იუმორისტული გადაცემები;
9. საბავშვო გადაცემები;
10. ქართული ესტრადა.
ზონა 3 - თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თიანეთის რაიონები
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. გასართობი გადაცემები;
4. მუსიკალური გადაცემები;
5. საბავშვო გადაცემები;
6. შემეცნებითი გადაცემები;
7. სპორტული გადაცემები;
8. ქართული მულტფილმები.
ზონა 4 - მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. გასართობი გადაცემები;
4. შემეცნებითი გადაცემები;
5. სპორტული გადაცემები;
6. საბავშვო გადაცემები;
7. იუმორისტული გადაცემები.
ზონა 5 - ქ. რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები
1. სპორტული გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. ქართული მხატვრული ფილმები;
4. მხატვრული ფილმები;
5. შემეცნებითი გადაცემები;
6. გასართობი გადაცემები;
7. მუსიკალური გადაცემები.
ზონა 6 - ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. ქართული ფოლკლორი;
4. სპორტული გადაცემები.
ზონა 7 - ქ. ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. სპორტული გადაცემები;
4. საბავშვო გადაცემები.
ზონა 8 - ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის რაიონები
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. ქართული ფოლკლორი;
4. სპორტული გადაცემები;
5. გადაცემები რელიგიაზე;
6. გასართობი გადაცემები.
ზონა 9 - ქ. ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები
1. გასართობი გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. ქართული მხატვრული ფილმები;
4. მუსიკალური გადაცემები;
5. სპორტული გადაცემები;
6. იუმორისტული გადაცემები.
ზონა 10 - ქ. ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები
1. ქართული მხატვრული ფილმები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. მუსიკალური გადაცემები;
4. იუმორისტული გადაცემები;
5. საბავშვო გადაცემები;
6. გასართობი გადაცემები;
7. სპორტული გადაცემები.
ბ) საეთერო სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობისთვის:
საქართველოს ტერიტორია
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. მუსიკალური არხი;
3. სპორტული არხი;
4. საინფორმაციო არხი;
5. იუმორისტულ-გასართობი არხი.
ზონა 1 - ქ. თბილისი
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. მუსიკალური არხი;
3. სპორტული არხი;
4. შემეცნებითი პროგრამების არხი;
5. საბავშვო გადაცემების არხი.
ზონა 2 - ქ. ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს რაიონები
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. მუსიკალური არხი;
3. იუმორისტულ-გასართობი არხი;
4. სპორტული არხი;
5. საინფორმაციო გადაცემების არხი.
ზონა 3 - თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თიანეთის რაიონები
1. საინფორმაციო გადაცემების არხი;
2. მხატვრული ფილმების არხი;
3. მუსიკალური არხი;
4. სპორტული არხი.
ზონა 4 - მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. მუსიკალური არხი;
3. იუმორისტულ-გასართობი არხი;
4. სპორტული არხი.
ზონა 5 - ქ. რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები
1. სპორტული არხი;
2. მხატვრული ფილმების არხი;
3. მუსიკალური არხი.
ზონა 6 - ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. მუსიკალური არხი;
3. სპორტული არხი;
4. საბავშვო გადაცემების არხი;
5. საინფორმაციო გადაცემების არხი.
ზონა 7 - ქ. ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. სპორტული არხი;
3. მუსიკალური არხი;
4. საინფორმაციო გადაცემების არხი.
ზონა 8 - ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის რაიონები
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. სპორტული არხი;
3. მუსიკალური არხი.
ზონა 9 - ქ. ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. სპორტული არხი;
3. მუსიკალური არხი;
4. იუმორისტულ-გასართობი არხი.
ზონა 10 - ქ. ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები
1. მხატვრული ფილმების არხი;
2. მუსიკალური არხი;
3. საინფორმაციო გადაცემების არხი;
4. იუმორისტულ-გასართობი არხი;
5. საბავშვო გადაცემების არხი.
გ) საეთერო საერთო რადიომაუწყებლობისთვის:
საქართველოს ტერიტორია
1. მუსიკალური გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები;
4. სპორტული გადაცემები.
ზონა 1 - ქ. თბილისი
1. მუსიკალური გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები;
4. სპორტული გადაცემები.
ზონა 2 - ქ. ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს რაიონები
1. მუსიკალური გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები;
4. სპორტული გადაცემები.
ზონა 3 - თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თიანეთის რაიონები.
1. საინფორმაციო გადაცემები;
2. მუსიკალური გადაცემები;
3. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები;
4. სპორტული გადაცემები.
ზონა 4 - მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები
1. მუსიკალური გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. შემეცნებითი გადაცემები;
4. სპორტული გადაცემები.
ზონა 5 - ქ. რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები
1. მუსიკალური გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები;
4. შემეცნებითი გადაცემები.
ზონა 6 - ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები
1. საინფორმაციო გადაცემები;
2. მუსიკალური გადაცემები;
3. სპორტული გადაცემები;
4. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები.
ზონა 7 - ქ. ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები
1. მუსიკალური გადაცემები;
2. საინფორმაციო გადაცემები;
3. თოქ-შოუ მსმენელთან;
4. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები.
ზონა 8 - ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის რაიონები
1. საინფორმაციო გადაცემები;
2. მუსიკალური გადაცემები;
3. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემები;
4. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები.
ზონა 9 - ქ. ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები
1. საინფორმაციო გადაცემები;
2. მუსიკალური გადაცემები;
3. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები;
4. სპორტული გადაცემები.
ზონა 10 - ქ. ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები
1. საინფორმაციო გადაცემები;
2. მუსიკალური გადაცემები;
3. იუმორისტულ -გასართობი გადაცემები;
4. თოქ-შოუ მსმენელთან.
2. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადებისა და პროგრამირების ასპექტით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას კომისიამ გაითვალისწინოს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მათთან შესაბამისობა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურს (გ. რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
