გადაწყვეტილება N 507 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/365-04, 27.09.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 4026052, 06.09.04 და N 4026077, 08.09.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი და მობილური მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 4026052, 06.09.04 და N 4026077, 08.09.04 გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
