გადაწყვეტილება N 508 საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2004
მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიას მიმართა განცხადებით (N380/13, 27.09.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (NI-04169, 13.09.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემის აპარატურა GPS-GSM ბაზაზე) გამოყენებული უნდა იყოს საინკასაციო მანქანების კოორდინატების დასადგენად.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა საქართველოს ეროვნულ ბანკს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N I-04169, 13.09.04.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს საქართველოს ეროვნულ ბანკმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
