წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 509 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 509 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 1 ოქტომბრის N 53 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 53 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მ/წლის 174/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

გ) შპს „მაგთიკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

დ) შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.   თ. ძაგნიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 53 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის   საოლქო   სასამართლოში        (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                     დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები