წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 510 მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით შპს „მერანის“ ¹1193, სპს „ნორმას“ ¹1082 და შპს „ზარის“ ¹1142 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 510 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით შპს „მერანის„ N1193,  სპს „ნორმას„ N1082  და შპს „ზარის„ N1142 ლიცენზიების  გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მერანი„-ს N1193 ლიცენზიას (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა ა.წ. 17 სექტემბერს, სპს „ნორმას„ N1082 ლიცენზიას  (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა ა.წ 20 სექტემბერს, ხოლო შპს „ზარის„ N1142 ლიცენზიას (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა ა.წ. 1 სექტემბერს. აღნიშნულ კომპანიებს კომისიისთვის არ მოუმართავთ ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის   მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის  თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის  „გ„ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მერანის„ N1193, სპს „ნორმას„ N1082 და შპს „ზარის„ N1142 ლიცენზიების  გაუქმების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს          (ე. ასანიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიების  გაუქმების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები