გადაწყვეტილება N 511 შპს “საქართველოს რკინიგზის ტელეკომისათვის” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომს
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2004
შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომისათვის” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიების გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს საქართველოს რკინიგზის ტელეკომმა” (რეგისტრირებული დიდუბე ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს N2/4-406 გადაწყვეტილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (26.08.2004წ.), მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიების მისაღებად.
2004 წლის 24 სექტემბერს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მეორე პუნქტის ბ.დ„, „ბ.ა”, „ბ.ბ” და „ბ.ე” ქვეპუნქტების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომს”:
ა) N 1419 ლიცენზია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება;
ბ) N 1420 ლიცენზია ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;
გ) N 1421 ლიცენზია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;
დ) N 1422 ლიცენზია ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;
2. შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
3. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
4. კომისია დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომისათვის” სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოყოფის შესახებ;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე ):
ა) სათანადო მონაცემების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
