წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 512 შპს “სი. თი. ეი.“-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 512 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2004

შპს „სი. თი. ეი.„-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „სი. თი. ეი.„-მ კომისიას მიმართა განცხადებით (02.09.2004წ.) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სი. თი. ეი.„ რეგისტრირებულია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში 2004 წლის 23 აგვისტო (რეგისტრაციის 2/4-4043).

2004 წლის 24 სექტემბერს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც აღინიშნა, რომ შპს „სი. თი. ეი„-ის მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა  და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს N1418 ლიცენზია შპს „სი. თი. ეი”-ს საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

2.                  შპს „სი. თი. ეი.”-მ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

3.                  ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

4.                  დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე ):

ა) სათანადო მონაცემების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ)„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

5.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს  (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები