გადაწყვეტილება N 515 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის ¹174/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N174/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 16 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N174/10 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ„, რომლის თანახმად გამოცხადდა კომერციული კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ამავე გადაწყვეტილებით, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 8 ოქტომბერი (16:00 საათი).
გამომდინარე იქედან, რომ კომისიის წევრების მივლინებასთან დაკავშირებით კომისიის სხდომა ვერ ჩატარდება 2004 წლის 8 ოქტომბერს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კონკურსის გადადება.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსი ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2004 წლის 19 ოქტომბერი (16:00 საათი);
2. დაევალოს პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
