გადაწყვეტილება N 518 შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 01, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის N 01/04-1086 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 508, 24.09.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 25/43) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (Motorola„-ს ტიპის მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 25/43) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
