გადაწყვეტილება N 520 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 07 ოქტომბრის N 55 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს მ/წლის 7 ოქტომბრის კომისიის N55 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ) მ/წლის 19 ოქტომბრის კომისიის N56 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ კომისიის N 55 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 8 (რვა) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 7 სექტემბრის N450/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ლორია);
ბ) საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
დ) შპს კვარციტისათვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);
ე) შპს ბურჯისათვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);
ვ) შპს Solar Georgia”-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);
ზ) შპს კავკასუს ნეტვორკსა„ და შპს ახალ ქსელებს„, შპს ახტელს„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
თ) შპს მაგთიკომსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
3. დამტკიცდეს კომისიის N 55 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
